სიმპტომები

საშვილოსნოს ყელის კიბოს განვითარებას მრავალი წელი სჭირდება. პროცესი იწყება მაღალი რისკის პაპილომავირუსით გამოწვეული ინფექციით, რომელსაც მივყავართ გადაგვარებულ ყელის უჯრედებამდე. შემდეგ თუ ინფექცია თავისით არ გაქრა, დროთა განმავლობაში დაზიანებული  უჯრედები უარესად გადაგვარდებიან მანამ, სანამ საბოლოოდ არ გარდაიქმნებიან კიბოს უჯრედებად. მიჩნეულია, რომ ამ პროცესს 10–დან 15 წლამდე ესაჭიროება.

ადრეული სტადიები

არც პაპილომავირუსული ინფექცია და არც დაზიანებული საშვილოსნოს ყელის უჯრედები არ იძლევიან რაიმე აშკარა სიმპტომებს: ტკივილს, სისხლდენას, არაფერს,რაც მიგვანიშნებდა, რომ რაღაც წესრიგში არ არის. საშვილოსნოს ყელის სკრინინგი ერთადერთი გზაა ვიპოვოთ დაავადება ამ ადრეულ სტადიაზე და წარმატების მაღალი ხარისხით ვუმკურნალოთ მას.

შორსწასული შემთხვევები

მას შემდეგ, რაც გადაგვარებული უჯრედები პროგრესირდებიან საშვილოსნოს ყელის კიბოში, თავს იჩენენ ისეთი სიმპტომები, როგორებიცაა:

  • საშოდან სისხლდენა სქესობრივი აქტის შემდეგ
  • უჩვეულო გამონადენი საშოდან
  • ტკივილი სასქესო ორგანოს მიდამოში

ეს სიმპტომები შესაძლოა გამოწვეული იყოს საშვილოსნოს ყელის კიბოთი, თუმცა სხვა დაავადებებსაც შეუძლიათ მათი გამოწვევა. რაც არ უნდა იყოს ეს, თუ ჩამოთვლილ სიმტომთაგან.