საშვილოსნოს ყელის კიბოს რისკ–ფაქტორები

დაავადების რისკ–ფაქტორს წარმოადგენს ნებისმიერი რამ, რასაც შეუძლია გაზარდოს დაავადების განვითარების რისკი. რისკ–ფაქტორი შესაძლოა იყოს პიროვნების მავნე ჩვევები, მაგალითად, მწეველობა, რომელიც ცნობილი რისკ–ფაქტორია რიგი კიბოებისთვის. რისკ–ფაქტორის ქონა არ ნიშნავს, რომ დაავადება აუცილებლად განვითარდება, ის უბრალოდ, მიგვანიშნებს დაავადების განვითარების უფრო მაღალ შანსზე იმ ადამიანთან შედარებით, რომელსაც არა აქვს ეს რისკ–ფაქტორი.

საშვილოსნოს ყელის კიბოსთან მიმართებაში, პაპილომავირუსის მაღალი რისკის ტიპები წარმოადგენენ ძირითად რისკ–ფაქტორს და საშვილოსნოს ყელის კიბო არ განუვითარდებათ იმ ქალებს, რომელთაც არა აქვთ ამ რისკის ტიპთაგან რომელიმე. თუმცა იმ ქალებში, რომელთაც აქვთ ეს ვირუსი, კიბოს შემდგომ განვითარებას სხვა რიგი ფაქტორები უწყობენ ხელს, როგორებიცაა:

  • მწეველობა
  • ნებისმიერი რამ, რაც ასუსტებს იმუნურ სისტემას, მაგ. ადამიანის იმუნოდეფიციტის ვირუსი (აივ) ან ქიმიოთერაპია