საშვილოსნოს ყელის კიბოს გამომწვევი მიზეზები

Human Papilloma Virus (HPV)

სშვილოსნოს ყელის კიბოს იწვევს ადამიანის პაპილომა ვირუსი. ამ ვირუსის 100–ზე მეტი ტიპი არსებობს, ამათგან 40–ს უნარი აქვთ დააინფიცირონ სასქესო ორგანოს (გენიტალური) მიდამოები როგორც ქალებში, ასევე მამაკაცებში. პაპილომავირუსის ზოგ ტიპს შეუძლიათ გამოიწვიონ სასქესო მეჭეჭები, მაშინ როცა 15 მაღალი რისკის მქონე ტიპს უნარი აქვთ საშვილოსნოს ყელის უჯრედების დაზიანების და მათი კიბოს უჯრედებად გადაგვარების 10–დან 15 წლამდე პერიოდის განმავლობაში.

გენიტალური პაპილომავირუსი გადადის სქესობრივი გზით ნებისმიერი კანისმიერი კონტაქტისას, არა მხოლოდ სქესობრივი აქტით. ადამიანის პაპილომავირუსი ძალიან არის გავრცელებული და ზრდასრული ადამიანების უმრავლესობას ცხოვრების რომელიმე ეტაპზე აუცილებლად ექნებოდათ ეს ინფექცია, მაგრამ არ ეცოდინებოდათ ამის შესახებ, რადგან ამ ვირუსით გამოწვეული ინფექცია სიმპტომების გარეშე მიმდინარეობს.

მაღალი რისკის პაპილომავირუსის მკურნალობა არ არსებობს, თუმცა საბედნიეროდ, ამ ინფექციების უმრავლესობა თავისით ქრება გადაგვარებულ უჯრედებთან ერთად. საშვილოსნოს ყელის კიბოს განვითარების რისკს მხოლოდ ის ინფექციები წარმოადგენენ, რომლებიც არ ქრებიან.