საშვილოსნოს ყელის კიბო

კიბო შესაძლოა იგივენაირად გაიზარდოს საშვილოსნოს ყელში, როგორც სხეულის სხვა ნაწილებში. საშვილოს ყელის კიბოს გამოწვევა შეუძლიათ ადამიანის პაპილომავირუსის 15 მაღალი რისკის მქონე ტიპებს. პაპილომა ვირუსს შეუძლია საშვილოსნოს ყელის უჯრედების დაზიანება და ნელ–ნელა მათი კიბოს უჯრედებად გადაგვარება. დასაწყისში, ეს საზიანო ცვლილებები ზომიერად არის გამოხატული და ბევრი მათგანი მკურნალობის გარეშე თავისით  ქრება.

ზოგჯერ დაზიანებული უჯრედები არ ქრება და შეიძლება გადაიზარდოს საშვილოსნოს ყელის კიბოში, თუ არ მოხდა მათი დროული აღმოჩენა და მოცილება. გადაგვარებული საშვილოსნოს ყელის უჯრედების მოცილება ძალიან ადვილია და თავიდან გვაცილებს კიბოს განვითარებას, თუმცა ამ გადაგვარებულ უჯრედებს არ ახასიათებთ რაიმე ხილული ნიშნები თუ სიმპტომები, და ერთადერთი გზა მათი აღმოჩენისა გახლავთ საშვილოსნოს ყელის სკრინინგი.