საშვილოსნოს ყელის კიბოს გავრცელების სიხშირე ევროპაში

მთელს ევროპაში, დაახლოებით 60 000 ქალს უვითარდება საშვილოსნოს ყელის კიბო, ყოველწლიურად 30 000 ქალი კვდება ამ სენით და დროის ნებისმიერ მონაკვეთში 225 000–ზე მეტი ქალბატონი ცხოვრობს ამ  დაავადებით (ნამკურნალები თუ სხვა). მნიშვნელოვანია, რომ საშვილოსნოს ყელის კიბოს სიხშირე განსხვავდება ქვეყნებს შორის. ის 2,5–ჯერ უფრო მეტია აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში, ვიდრე ევროკავშირის წევრ 15 სახელმწიფოში. ეს განსხვავება ძირითადად დაკავშირებულია საშვილოსნოს ყელის კიბოს პრევენციის პროგრამის არსებობასთან თუ არარსებობასთან. ამ პროგრამების დანერგვა და საზოგადოების ეფექტური განსწავლა შეამცირებდა საშვილოსნოს ყელის კიბოს რაოდენობას ამ ქვეყნებში და უზრუნველყოფდა თანაბარ ჯანდაცვას ევროპის ყველა მოქალაქისათვის

1. Ferlay J, Bray F, Pisani P, Parkin DM. GLOBOCAN 2002: Cancer Incidence. Mortality and Prevalence Worldwide. IARC CancerBase No. 5, version 2.0., Lyon: IARC Press 2004.
2. WHO/ICO Information Centre on HPV and Cervical Cancer (HPV Information Centre). Summary report on HPV and cervical cancer statistics in Spain. 2007. [Accessed 15/01/09]. Available at www. who. int/ hpvcentre