HPV ვაქცინაცია

ვინაიდან საშვილოსნოს ყელის კიბო არ განვითარდება მაღალი რისკის პაპილომავირუსით გამოწვეული ინფექციის გარეშე, ამ ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა აგრეთვე შეძლებს თავიდან აგვაცილოს საშვილოსნოს ყელის კიბო. პაპილომავირუსის 2 ყველაზე ხშირი ტიპების მე–16 და მე–18 ტიპების საწინააღმდეგოდ არსებობს 2 ვაქცინა. გარდა ამისა, ერთ–ერთი ამ ვაქცინათაგანი მოქმედებს პაპილომავირუსის მე–6 და მე–11 ტიპზე, რომლებიც იწვევენ გენიტალური მეჭეჭების უმრავლესობას.

კვლევებმა აჩვენა, რომ ორივე ვაქცინა ძალზედ ეფექტურია ზემოთხსენებული პაპილომავირუსის ტიპების მიერ გამოწვეული ინფექციის წინააღმდეგ, თუმცა ეს ვაქცინები არ გვიცავენ პაპილომავირუსის ყველა იმ ტიპისგან, რომელთაც შეუძლიათ საშვილოსნოს ყელის კიბოს განვითარება, ასე რომ საშვილოსნოს ყელის სკრინინგი წარმოადგენს ერთადერთ ძირითად დაცვას პაპილომავირუსით გამოწვეული კიბოს წინააღმდეგ.

ორივე ვაქცინა ხელს უშლის პაპილომავირუსის ინფექციის განვითარებას, ასე რომ უდიდეს ეფექტს მისი გამოყენება იძლევა ინფიცირებამდე, მაგალითად, გოგონებში გარდატეხის პერიოდში, სანამ დაიწყება სქესობრივი აქტივობა. კიბოს პრევენციის ერთ–ერთ ეფექტურ სტრატეგიას წარმოადგენს სკოლებში მოზარდი გოგონების ვაქცინაცია.

მამაკაცები ასევე არის შესაძლებელი, დაინფიცირდნენ HPV ვირუსით და გადასცენ ეს ინფექცია თავიანთ პარტნიორებს. მამაკაცებში პაპილომავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის ეფექტურობის შესახებ მიმდინარეობს კვლევები.

 

HPV ვაქცინაცია მნიშვნელოვან წინსვლას წარმოადგენს საშვილოსნოს ყელის კიბოსთან ბრძოლაში