ვინ უნდა იქნას გამოკვლეული?
საქართველოში, საშვილოსნოს ყელის სკრინინგული გამოკვლევა რეკომენდებულია 25–დან 60 წლამდე ასაკის მქონე ყველა ქალისათვის. ამ ასაკობრივ ჯგუფში შედიან ის ქალებიც, რომელთაც გაიარეს მენოპაუზის ასაკი, აქვთ მილები გადაკეტილი და ისინი, ვინც უკვე აღარ არიან სექსუალურად აქტიური. თუ არ ხართ დარწმუნებული, რომ გჭირდებათ გამოკვლევა, დაელაპარაკეთ თქვენს მკურნალ ექიმს, რომელიც დაგეხმარებათ გადაწყვეტილების მიღებაში.

