მკურნალობა

არსებობს მკურნალობის რამდენიმე მეთოდი. საშვილოსნოს ყელის დაზიანებული უჯრედების უმრავლესობა თავისით გაქრება, მკურნალობის გარეშე. ზოგჯერ, როცა ისინი არ ქრებიან ან წარმოადგენენ მძიმედ გადაგვარებულ უჯრედებს, აუცილებელია მათი ამოკვეთა, რათა თავიდან ავიცილოთ საშვილოსნოს ყელის კიბოს განვითარების რისკი. არსებობს მკურნალობის რამოდენიმე მეთოდი.

კრიოთერაპია

კრიოთერაპიის დროს ხდება მცირე ზომის მეტალის ფორფიტის გაყინვა და შემდეგ მისი მოთავსება ცერვიქსში პათოლოგიური უჯრედების მოყინვის მიზნით. კრიოთერაპიის ჩატარება შესაძლებელია ამბულატორიის გინეკოლოგიურ კაბინეტებში. იგი არ იწვევს ტკივილს და ჩვეულებრივ არ საჭიროებს ლოკალურ ანესთეზიას.

ლაზერი

ამ პროცედურის დროს ლაზერი გამოიყენება პათოლოგიური უჯრედების მოწვისათვის. ლაზერული თერაპია ჩვეულებრივ ტარდება ამბულატორიულ გინეკოლოგიურ კაბინეტში ლოკალური ანესთეზიით, რადგან პროცესი მტკივნეულია

მარყუჟით ჩატარებული დიათერმოკოაგულაცია

აგრეთვე ეწოდება LEEP ან LLETZ; სადღეისოდ წარმოადგენს ყველაზე ხშირად გამოყენებულ და მარტივ მკურნალობის მეთოდს. ამ პროცედურის დროს გამოიყენება მცირე ზომის მავთულის მარყუჟი, რომელიც თბება ელექტრული დენით და აშორებს პათოლოგიურ უჯრედებს. მარყუჟით დიათერმოკოაგულაცია ტარდება ამბულატორიის გინეკოლოგიურ კაბინეტში. საჭიროა ლოკალური ანესთეზია.

კონუსური ბიოფსია

კონუსური ბიოფსია გამოიყენება პათოლოგიური უჯრედების მოშორების მიზნით, ამ დროს ხდება ცილინდრული ფორმის ქსოვილის აღება ცერვიქსიდან. ეს შესაძლებელია მავთულის მარყუჟის (მარყუჟით დიათერმოკოაგულაცია), ლაზერის ან სპეციალური დანის მეშვეობით. საჭიროა ლოკალური ანესთეზია ან ზოგადი ანესთეზია. ზოგადი ანესთეზიის შემთხვევაში საჭიროა პაციენტის გაჩერება საავადმყოფოში ერთი ღამით.