პათოლოგიური ნაცხი?

ცერვიკალური ნაცხების შემთხვევათა უმეტესობაში ვიღებთ ნორმალურ შედეგებს, მაგრამ თუ თქვენ მიიღეთ პათოლოგიური შედეგი, ეს ნიშნავს, რომ თქვენს ნაცხში აღმოჩნდა პათოლოგიური უჯრედები. ჩვეულებრივ, ეს არის ზომიერი პათოლოგია და არ ნიშნავს იმას, რომ თქვენ გაქვთ საშვილოსნოს ყელის კიბო. მართლაც, ქალების უმეტესობა პათოლოგიური ცერვიკალური ნაცხით არ საჭიროებს მკურნალობას. თუმცა ზოგიერთ შემთხვევაში საჭიროა შემდგომი მეთვალყურეობა საშვილოსნოს ყელის კიბოს განვითარების რისკის შემცირების მიზნით.