გაგზავნილი ხართ კოლპოსკოპიაზე?

კოლპოსკოპია წარმოადგენს მარტივ პროცედურას, რომელიც ექიმს საშუალებას აძლევს უფრო ახლოდან დაათვალიეროს საშვილოსნოს ყელი და იპოვოს ნებისმიერი არსებული პათოლოგიური უჯრედი.

კოლპოსკოპია ძალიან ჰგავს საშვილოსნოს ყელის ნაცხით კვლევას, იმ განსხვავებით, რომ ამ გამოკვლევისთვის გამოიყენება სპეციალური მიკროსკოპი სახელად კოლპოსკოპი. კოლპოსკოპი საშოს გარეთ რჩება და ისევე, როგორც ნაცხის აღება, არ ქმნის დისკომფორტს.

კოლპოსკოპიისათვის თქვენ მოგათავსებენ სპეციალურ სავარძელზე ნაცხის აღების მსგავსად. ნაზად ჩაიდგმევა სარკე თქვენს საშოში. ზოგჯერ ნაცხის აღებაც შესაძლებელია. ამის შემდეგ ექიმი შეხედავს თქვენს საშვილოსნოს ყელს კოლპოსკოპის დახმარებით. კოლპოსკოპიისას შესაძლოა გამოყენებულ იქნას სხვადასხვა სითხეები, რათა გაიოლდეს დაზიანებული ადგილების ნახვა.

თუ კოლპოსკოპიურად დაზიანება არ გამოვლინდა, შემდგომი მოქმედების გეგმა დამოკიდებულია საშვილოსნოს ყელიდან აღებული ნაცხის შედეგებზე.

თუ კოლპოსკოპიურად გამოვლინდება პათოლოგია, მკურნალობის საჭიროების განსაზღვრის მიზნით ექიმი აიღებს მცირე ზომის ქსოვილის ფრაგმენტს პათოლოგიური უბნიდან (ბიოფსია) ზოგ შემთხვევაში პირდაპირ ინიშნება მკურნალობა. თქვენი ექიმი აგიხსნით უპირატესობებს და შეზღუდვებს.