საშვილოსნოს ყელის სკრინინგი

საშვილოსნოს ყელის კიბო ვითარდება მაშინ, როცა საშვილოსნოს ყელის უჯრედები ინფიცირებულია ერთი ან მეტი ადამიანის პაპილომავირუსის მაღალი რისკის ტიპით, რომელიც აზიანებს უჯრედებს და ნელ–ნელა ანვითარებს კიბოს. საშვილოსნოს ყელის სკრინინგი ემსახურება სწორედ იმ ქალბატონების გამოვლენას, რომელთაც აქვთ ეს გადაგვარებული უჯრედები ადრეულ კიბოსწინარე სტადიაზე, რომელთა მოცილებითაც ისინი თავიდან  აიცილებენ კიბოს.