პეტიცია “შეაჩერე საშვილოსნოს ყელის კიბო“

If you have not signed the petition, please do it now: www.CervicalCancerPetition.eu

პეტიცია. ამ პეტიციაში მონაწილეობენ ევროსაბჭოში შემავალი ქვეყნების მოსახლეობა. პეტიცია ავალდებულებს ევროკომოსიას მოიქცეს მოთხოვნის მიხედვით, თუ ამ პეტიციას ხელს მოაწერს 1 მილიონზე მეტი ევროპის მოქალაქე.

შეაჩერე საშვილოსნოს ყელის კიბო

მნიშვნელოვანია გავიაზროთ, რომ საშვილოსნოს ყელის კიბო უნიკალური დაავადებაა იმ მხრივ, რომ ზუსტად ვიცით, თუ რა უნდა გავაკეთოთ, რათა შევაჩეროთ ამ კიბოს თითოეული შემთხვევა. ორგანიზებულ სკრინინგ პროგრამებს შეუძლიათ თავიდან აგვაცილონ საშვილოსნოს ყელის კიბოს მიერ გამოწვეული სიკვდილიანობის 80% და უკვე არსებული ახალი ტექნოლოგიები გვპირდებიან ამ შედეგის კიდევ უფრო გაუმჯობესებას. მიუხედავად ყოველივე ამ შესაძლებლობებისა, ევროპელ ქალბატონთა უმეტესობას არ მიუწვდებათ ხელი მსგავს პროგრამებზე.

რა მნიშვნელობა აქვს პეტიციას?

მილიონი ხელმოწერის შემცველ პეტიციას აქვს მორალური წონა, ის გამოხატავს საზოგადოების აზრს და ამრიგად, პოლიტიკოსები მას ყურადღებას მიაქცევენ. გარდა ამისა, მსგავსი პეტიცია ძალია იპყრობს მასმედიის ყურადღებას, რაც თავისთავად კარგ საშუალებას წარმოადგენს საშვილოსნოს ყელის კიბოს შესახებ მოსახლეობისთვის ინფორმაციის მიწოდებისას