კამპანია სიბრძნის მარგალიტი®

თითქმის ყველა საშვილოსნოს ყელის კიბოს შემთხვევის პრევენცია არის შესაძლებელი ეფექტური სკრინინგ და ვაქცინაციის პროგრამების საშუალებით. „სიბრძნის მარგალიტი“ წარმოადგენს თვალსაჩინო და ცნობილ სიმბოლოს. მისი მატარებელი ადამიანები გამოხატავენ თავიანთ მხარდაჭერას საშვილოსნოს ყელის კიბოს პრევენციის მიმართ. გარდა ამისა, „სიბრძნის მარგალიტის“ გაყიდვის შედეგად შემოსული თანხა ხმარდება საშვილოსნოს ყელის კიბოს საწინააღმდეგო სხვადასხვა პროექტს, კერძოდ:

  • საგანმანათლებლო მასალების შექმნა და მათი დისტრიბუცია მოსახლეობაში, რათა მიიღონ ინფორმაცია საშვილოსნოს ყელის კიბოს პრევენციის შესახებ, ქალბატონებმა კი სარგებელი მიიღონ იმ მომსახურებიდან, რომელიც არის დანერგილი
  • საგანმანათლებლო პროგრამების მომზადება ჯანდაცვის მუშაკებისთვის, რათა მათი ცოდნა შეესაბამებოდეს საშვილოსნოს ყელის კიბოს პრევენციის უახლეს მეთოდებს
  • პოლიტიკოსების განსწავლა, რათა მათ გააცნობიერონ, თუ რა სარგებელი მოაქვს პრევენციულ პროგრამებს და პროიორიტეტად მიიჩნიონ ამ პროგრამების დანერგვა იქ, სადაც არ არის და მოსახლეობის ჩართულობის გაზრდა იქ, სადაც ასეთი პროგრამები არის
To find out more about the Pearl of Wisdom campaign: www.PearlofWisdom.eu