საშვილოსნოს ყელის კიბოს პრევენციის კვირეული

საშვილოსნოს ყელის კიბო უნიკალური დაავადებაა იმ მხრივ, რომ ჩვენ გვაქვს ყველაფერი, რათა შევაჩეროთ ამ კიბოს თითოეული შემთხვევა; ეფექტურ სკრინინგულ და ვაქცინაციის პროგრამებს უნარი შესწევთ მთლინად აღმოფხვრან საშვილოსნოს ყელის კიბო, როგორც დაავადება. მიუხედავად ამისა, ამ პროცესს 2 რეალობა ეღობება წინ:

  • ქალბატონების დიდმა ნაწილმა ჯერ კიდევ არ იცის, თუ რას წარმოადგენს საშვილოსნოს ყელის კიბო და რა გზები არსებობს მასთან საბრძოლველად
  • ბევრ ქვეყანას აქვს არაეფექტური სკრინინგ პროგრამა ან საერთოდ არ აქვს ის

ამრიგად, ECCA ამ 2007 წელს წამოიწყო ევროპაში საშვილოსნოს ყელის კიბოს საწინააღმდეგო კვირეული, რათა გაზრდილიყო საშვილოსნოს ყელის კიბოსა და მისი პრევენციის შესახებ ინფორმირებულობის დონე ევროპულ ქალბატონებსა და პოლიტიკოსებსა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ოფიციალურ წარმომადგენლებში:

  • ევროპულ ქალბატონებს ამის შედეგად ეცოდინებათ თუ როგორ უნდა მოიმოქმედონ რათა თავიდან აიცილონ ეს დაავადება და რა სახის მომსახურება უნდა მიიღონ
  • პოლიტიკოსები გააცნობიერებენ, თუ რა სარგებელი მოაქვს პრევენციულ პროგრამებს და პრიორიტეტად მიიჩნევენ ამ პროგრამების დანერგვას იქ, სადაც არ არის

საშვილოსნოს ყელის კიბოს პრევენციის კვირეული

პრევენციის კვირეულის ანგარიშები

პრევენციის კვირეული 2010

პრევენციის კვირეული 2009

პრევენციის კვირეული 2008

პრევენციის კვირეული 2007