შესავალი

    მთელს მსოფლიოში, დაახლოებით 60 000 ქალს უვითარდება საშვილოსნოს ყელის კიბო, ყოველწლიურად 30 000 ქალი კვდება ამ სენით და დროის ნებისმიერ მონაკვეთში 225 000 ზე მეტი ქალბატონი ცხოვრობს ამ დაავადებით (ნამკურნალები თუ სხვა). ყველა ეს დაავადება თუ სიკვდილი და დიდი უმრავლესობა საშვილოსნოს ყელის კიბოს შემთხვევებისა, შესაძლებელია თავიდან ავიცილოთ ევროპაში სკრინინგ და ვაქცინაციის პროგრამების საშუალებით.

    ევროპის საშვილოსნოს ყელის კიბოს ასოციაციის ძირითადი როლია გაზარდოს მოსახლეობის ცოდნა ამ დაავადების შესახებ და რა შეიძლება გაკეთდეს მისი თავიდან ასაცილებლად. ეს ვებგვერდი სწორედ ჩვენი ერთ–ერთი საკომუნიკაციო იარაღია და ვიმედოვნებთ, რომ ის ძალიან სასარგებლო იქნება თქვენთვის.